logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"მწვანე სესხების ტენდენცია მზარდია, 2025 წლის ნოემბერში, მოცულობამ ₾1.7 მლრდ-ს მიაღწია" - სალომე თვალოძე

მწვანე სესხების ტენდენცია მზარდია, 2025 წლის ნოემბრის მონაცემებით, 1.7 მლრდ ლარს მიაღწია. მაგალითად, 2023 წელს ამ პორტფელის მოცულობა 3.7 მლნ ლარი იყო, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსმა სალომე თვალოძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, მწვანე სესხების 56% ძირითადად განახლებად ენერგიებზე მოდის და განსაკუთრებით დიდი წილი ჰიდროელექტრო ენერგიას უჭირავს.

"მწვანე სესხი გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელსაც დადებითი გარემოსდაცვითი ეფექტი აქვს და მწვანე ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. "მწვანე სესხი" კომპანიებს აძლევს ფინანსურ რესურსს, რომ ასეთი აქტივობები განახორციელონ. ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია შეიმუშავა. ტაქსონომია არის კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც გარკვეული კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ აქტივობას მწვანე სტატუსს ანიჭებს. 

რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს - მწვანე სესხების 56% ძირითადად განახლებად ენერგიებზე მოდის, ასევე, მოცულობის მხრივ მეორე ადგილზეა მწვანე შენობები (29%), ხოლო მესამე ადგილზე კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, რომელიც 9%-ს შეადგენს", - აცხადებს სალომე თვალოძე.

ცნობისთვის, მწვანე ფინანსური პროდუქტების შესახებ გამჭვირვალობის, სანდოობისა და ხელმისაწვდომობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიასთან შესაბამისი მწვანე სესხების შესახებ მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნებას იწყებს.

გამოგვყევით