logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა - ჩვენი თანამშრომლობა სსფ-თან არასოდეს შეწყვეტილა, მიუხედავად პროგრამის შეჩერებისა

ნათია თურნავა - ჩვენი თანამშრომლობა სსფ-თან არასოდეს შეწყვეტილა, მიუხედავად პროგრამის შეჩერებისა

1745637492

„ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არასოდეს შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა რომ პროგრამა შეჩერებულია.  ჩვენ უამრავი ერთობლივი ტექნიკური დახმარების პროგრამა გვაქვს, სადაც სსფ-ი  ბანკისთვის აქტუალური მიმართულებების განვითარებაში გვეხმარება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სსფ-ს ბოლო ანგარიშში საქართველო როგორც  ძალიან სწრაფად მზარდ ეკონომიკად შეფასებული. ეს შეფასება სსფ-ს ბოლო მისიის დროს მიღებულ მონაცემებს ეფუძნება.

„სსფ-ს მისიების ვიზიტის მიზანია უტყუარი ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე. სწორედ ამის საფუძველზე აქვეყნებენ შეფასებებს. ჩვენ ვთვლით და პრინციპში სსფ ამას აღიარებს და გვეთანხმება, რომ საქართველო მათთვის ყოველთვის არის და  მომავალშიც შეიძლება იყოს რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების წარმატებული მაგალითი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის უახლოეს მომავალში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთება მათთან შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი და პრიორიტეტული მიმართულებები. 

გამოგვყევით