logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს აბრამ პეილის შეხვდა

ნათია თურნავა ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს აბრამ პეილის შეხვდა

1712075071

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან აბრამ პეილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და ირანთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების შესახებ.  საუბარი ასევე შეეხო ამ მიმართულებით სებ-ის მიერ გატარებულ ზომებსა და გაწეულ სამუშაოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სებ-ი დროულად და ეფექტურად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა, ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრები გამართა სომხეთსა და აზერბაიჯანში.

გამოგვყევით