logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა Visa-ს რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა

ნათია თურნავა Visa-ს რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა

1770631920

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო საბარათე სქემა Visa-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის პრეზიდენტს, ტარეკ მაჰმუდს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გადახდების ბაზრის განვითარების მიმდინარე პროცესები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, ასევე Visa-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გადახდების სისტემების განვითარებას, ინოვაციური პროექტების განხორციელებასა და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. ასევე განხილული იყო ოპერაციული უსაფრთხოების საკითხები.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და Visa-ს თანამშრომლობა მოიცავს ფინანსური განათლების ინიციატივებს, ინფორმაციის გაცვლას, გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. არსებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის გადახდების ეკოსისტემის გაძლიერების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა გადახდების სისტემების განვითარების, ინოვაციური სერვისების ხელშეწყობისა და ოპერაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და CISSEE რეგიონის ჯგუფის ქვეყნების მენეჯერი, ქრისტინა დოროსი და სებ-ის საერთაშორისო და საგადახდო მიმართულებების ხელმძღვანელები - გიორგი ედილაშვილი და ნატალია ჭყოიძე.

გამოგვყევით