logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სებ-ის საბჭოს წევრობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სებ-ის საბჭოს წევრობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

1738828140

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს  პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატებს მოუსმინა და მხარი დაუჭირა. 

საუბარია, ვახტანგ ბურკიაშვილზე, ოთარ შამუგიაზე, ლევან ძნელაძეზე, ნინო ჯელაძეზე. 

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავაა. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.

გამოგვყევით