logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე - გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი

რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე - გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი

1767020340

თუ ეძებ ბარათს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და ყოველი გადახდისას ქულების დაგროვების შესაძლებლობას მოგცემ, მაშინ American Express (AmEx) ბარათი თქვენთვისაა.

საქართველოში AmEx-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოს ბანკი. ის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ამ ბარათის ყველა უპირატესობა და ბენეფიტი მიიღონ.

სად და როგორ შეგიძლიათ AmEx ბარათის გამოყენება

საქართველოს ტერიტორიაზე ბარათით სარგებლობას, მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალებზე შეძლებთ. ხოლო, რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ან ონლაინ შოპინგს, ბარათის გამოყენებას ყველგან შეძლებთ, სადაც AmEx-ით გადახდა არის შესაძლებელი.

ყველა ტრანზაქციას, ქულებსა თუ  გადახდის ვადებს მარტივად, მობილბანკში ნახავთ.

როგორ გამოიყენოთ AmEx-ის საკრედიტო ლიმიტი პროცენტის გარეშე

AmEx ბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საშეღავათო პერიოდი. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიადამტკიცებული საკრედიტო ლიმიტი, ისე გამოიყენოთ, რომ პროცენტი საერთოდ არ გადაიხადო, თუ რამდენიმე მარტივ წესს დაიცავთ.

AmEx-ით სწორი სარგებლობის 3 ნაბიჯი

  • ხარჯვის პერიოდი: გამოიყენეთ ბარათი დადახარჯეთ თანხა სურვილისამებრ;
  • დაანგარიშება: თვეში ერთხელ მიიღებინფორმაციას დახარჯული თანხის შესახებ;
  • საშეღავათო პერიოდი: თუ დაანგარიშების თარიღიდან 25 დღის განმავლობაში მთლიანად დაფარავ დახარჯულ თანხას, პროცენტი (ეფექტური ლარში 23.8%-დან) არ დაგერიცხებათ.

გაითვალისწინეთ,რომ საშეღავათო პერიოდი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანებას სრულად გაანულებ. ნაწილობრივი დაფარვისას პროცენტი დაგერიცხება ათვისებული თანხის სრულ ოდენობაზე, მისი გამოყენების დღიდან.

შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

საქართველოს ბანკი, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში,მხოლოდ AmEx ბარათის მფლობელებისთვის, ყოველთვიურად სხვადასხვა სახის შეთავაზებებს, მათ შორის ქეშბექებსა და ფასდაკლებებსა ამზადებს. ყველა აქტიურ შეთავაზებას გაეცანით ამ ბმულზე.

MR ქულები  AmEx ბარათით, ნებისმიერ გადახდაზეგროვდება, როგორც საქართველოში, ისესაზღვარგარეთ, ფიზიკურ მაღაზიებსა თუ ონლაინშოპინგისას.

დაგროვებული ქულები კი შეგიძლია გამოიყენოთ ორი გზით: გადაიხადო AmEx-ის პარტნიორ ობიექტებში ან გადაცვალო PLUS ქულებში მომგებიანი კურსით: 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას.

ინფორმაციისთვის, AmEx Green, AmEx Gold და AmEx Platinum ბარათების მფლობელები საჩუქრად 4-წლიან სამოგზაურო დაზღვევას იღებენ. დაზღვევა ისეთ შემთხვევებს ფარავს, როგორიცაა: მოგზაურობის გაუქმება, გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები და ბარგის დაგვიანება.

დამატებით სასარგებლო რჩევები

AmEx ბარათის მთავარი უპირატესობა გადახდებშია. როცა ბარათით იხდი, MR ქულებს აგროვებთ.

MR ქულების დასაგროვებლად საკრედიტო ლიმიტის გამოყენება არ არის აუცილებელი. შეგიძლიასაკუთარი ანგარიშიდან გადარიცხო თანხა AmEx ბარათზე და იმით ისარგებლო. ამ შემთხვევაში, თქვენი საკრედიტო ლიმიტი ხელუხლებელი დარჩება, MR ქულებს კი ჩვეულებრივ დააგროვებ.

AmEx ბარათები

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს რამდენიმე ტიპის AmEx ბარათს სთავაზობს. ისინი ერთმანეთისგან საკრედიტო ლიმიტით, წლიური ღირებულებით, ეფექტური პროცენტით და ქულების დაგროვების პირობებით განსხვავდება. ესენია:

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

გახადეთ AmEx ბარათი თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ბარათძალიან მარტივად და სწრაფად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან შეუკვეთავთ.

გამოგვყევით