logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

1736157780

გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.  ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.09% წინა კვირასთან შედარებით და -0.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 95 ათას აქციაზე მეტი
შეადგინა, GBP 45.35 - 47.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა. 

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.80% წინა კვირასთან შედარებით და +1.97% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 62 ათას აქციაზე მეტი
შეადგინა, GBP 30.35 - 31.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა. 

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.42 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.97% წინა კვირასთან შედარებით და +6.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 211 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.56 - 12.52 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 109 ათასი აქცია შეადგინა. 

გამოგვყევით