logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ოკრიბა" ასორტიმენტს აფართოებს - კომპანიამ დამატებით, 3 სახის ჩაის წარმოება დაიწყო

კომპანია "ოკრიბამ", რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუეთსა და ცუცხვათში მდებარეობს, დამატებით, 3 სახის ჩაის წარმოება დაიწყო.

როგორც აღნიშნული კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთევან კაკურიძემ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ასორტიმენტის გაზრდა მოჭარბებული მოთხოვნიდან გამომდინარეობს. 

"6 სახეობის ჩაი გვქონდა, თუმცა სიახლე გვაქვს და 3 სახეობის ჩაი (შავი ჩაი: ბერგამოტით, ცაცხვით, სანელებნებით) დასაყენებელი მიმართულებით დავამატეთ. ამ ეტაპზე, აღნიშნული ჩაი ერთჯერადი სახით არ გვაქვს.

გაყიდვებს, რაც შეეხება ამჟამად, დამატებული ჩაი, მხოლოდ HoReCa მიმართულებით იყიდება, ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და სხვა პლატფორმაზე გადასვლას, შემდგომ ვიფიქრებთ.  ფასს, რაც შეეხება 1 კგ-ის ღირებულება საშუალოდ - ₾90-დან ₾140-მდე მერყეობს. მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქციის გაყიდვები მინიმუმ 20%-ით მოიმატა. სტატისტიკის გაზრდას კი, სოციალური მედიის გააქტიურებას ვუკავშირებთ. კერძოდ, გამოცდილი გუნდი გვყავს, ვინც პოტენციური მომხმარებლების ჩართულობასა და დაინტერესებაზე აქტიურად მუშაობს. ამასთან, პროდუქტის გაყიდვების მიმართულებას, რომ შევეხოთ 1 თვეში დაახლოებით ₾20 000-დან ₾40 000-მდე მოცულობის ჩაი, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

ტენდენციას, რაც შეეხება, ადგილობრივ მომხმარებლებში განსაკუთრებით პოპულარული შავი, მწვანე და მოცვის ფოთლის ჩაია", - აღნიშმა ქეთევან კაკურიძემ.

ჩაის კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცნობით, ჩეხეთში ექსპორტზე გასვლას აპირებენ. 

"ექსპორტზე გასვლა გვინდა - მოლაპარაკების რეჟიმში ვართ. ჩეხეთის მიმართულებას მოვიაზრებთ, გვყავს პარტნიორი და მოთხოვნიდან გამომდინარე, უცხოური ბაზრის მონიტორინგს ვახორციელებთ. სამომავლოდ ასევე შესაძლებელია (მოთხოვნიდან გამომდინარე) სხვა პროდუქტიც დავამატოთ, მაგალითად, ჩირი.

მინდა გითხრათ, რომ ამჟამად, ჩვენს კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული, რაც ცხადია, სეზონიდან გამომდინარე, მუდმივად იცვლება", - აღნიშნა ქეთევან კაკურიძემ.

შეგახსენებთ, ორგანული ჩაის მწარმოებელი კომპანია „ოკრიბას“ საკუთრებაშია ტყიბულის მუნიციპალიტეტში (სოფელი ბუათი, ცუცხავთი) 50 ჰა ჩაის პლანტაცია და  სოფელ საძირეში ჩაის და ხილის გადამამუშავებელი საწარმო.

გამოგვყევით