logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"გვაქვს მოლოდინი, რომ წელს ყურძნის გარკვეული ნაწილის მიღება სახელმწიფოს მოუწევს და ფასი ხარისხზე იქნება დამოკიდებული"

გვაქვს მოლოდინი, რომ წელს ყურძნის გარკვეული ნაწილის მიღება სახელმწიფოს მოუწევს და ფასი ხარისხზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ყველა ყურძენი არ შეიძლება ერთი და იმავე ფასი ღირდეს.

"ჩვენ რთველის დასახვედრად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. გვინდა დავამკვიდროთ ის ფაქტი, რომ ყურძნის ფასი დამოკიდებულია ყურძნის ხარისხზე. გვაქვს მოლოდინი, რომ ყურძნის გარკვეული ნაწილის მიღება სახელმწიფოს მოუწევს და სახელმწიფოს ექნება 2 ფასი - ერთი დაავადებული, დაზიანებული, ან უკონდიციო ყურძნისთვის, ხოლო მეორე ფასი იმ ყურძნისთვის, რომელიც ხარისხიანია.

იმედი გვაქვს, რომ ხარისხიანი ყურძნის კომპონენტში ნაკლებად მოგვიწევს ჩარევა, რაც დამოკიდებულია მათ შორის, მოსავლის რაოდენობაზე. ჯერჯერობით ადრეა მოსავლის მოცულობაზე საუბარი, თუმცა თუ წვიმიანი პერიოდი გაგრძელდა ეს კარგ როლს არ ითამაშებს. ჩვენ 2023 წელს გვქონდა შემთხვევა, როდესაც ზაფხული ძალიან წვიმიანი იყო და შესაბამისად, ძალიან ბევრი სოკოვანი დაავადება გაუჩნდა ქართულ ვენახებს, თუმცა 2024 წელს ერთ-ერთი საუკეთესო მოსავალი გვქონდა”, - აცხადებს ლევან მეხუზლა.

გამოგვყევით