ლომბარდების, იგივე სგს-ების პორტფელი მიკროსაფინანსოებისას უახლოვდება. სგს-ებს 1.65 მლრდ ლარზე მეტი სესხები აქვს გაცემული, მისოების პორტფელი კი 1.75 მლრდ ლარის ფარგლებშია.
სებ-ის სტატისტიკით, ბაზარზე 200-,მდე სყბიექტია 300 ზე მეტი ფილიალით წარმოდგენილი და მთლიანი აქტივების 650 მლნ ლარამდეა.
1.560 მლრდ ლარის 903 500 სესხი ფიზიკურ პირებზეა გაცემული, 70 მლნ ლარის პორტფელი (630 სესხი) მოდის იურიდიულ პირების დაკრედიტებაზე.
სგს, ისევე როგორც მისო, საკრედიტო რესურსს ძირითადად ბანკებიდან იზიდავს. წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, სექტორს 370 მლნ ლარი აქვს ნასესხები, 200 მლნ-ზე მეტი ბანკებიდან მოზიდული რესურსი 30 მლნ-ის ფარგლებში სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან , ₾70 მილიონი რეზიდენტი და 8 მლნ-ის ფარგლებში, არარეზიდენტი ფისიკური პირებიდან.
სგს სექტორი პერსონალის ხარჯის ნახევარზე მეტს მსესხებლიდან ჯარიმა-საურავებით ამოღებული თანხებით ისტუმერებს. Q1/2024 -ის კონსოლიდირებული ანგარიშით, ბაზარს ჯარიმა-საურავებიდან 10.4 მლნ ლარი აქვს მიღებული. პერსონალი კვარტალური ხარჯი კი 15 მლნ ლარის ფარგლებშია.
სებ-ის მაკროეკონომიკური მიმოხილვით (განახლებული) საფინანსო ბაზარზე სგს-ების წილი მცირდება, 0.7%-ის ფარგლებშია. შემცირებულია ბანკების და მისოების წილიც. საპენსიოსი გაზრდილია, აქტივების ღირებულება 5 მილიარდს აღემატება.
სებ-ის სტატისტიკით, საფინანსო ბაზარი, სულ, 17 კომერციული ბანკით, 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაციით, 709 სავალუტო ჯიხურით და 18 სადაზღვევო კომპანიით არის წარმოდგენილი . ასევე სსიპ საპენსიო სააგენტო (რომელსაც უკვე საპენსიო ფონდი ეწოდება) და 3 კერძო საპენსიო ფონდი.
საფინანსო ბაზრის სატარიფო სქემა
₾ | სექტორი | მოსაკრებელი | ||
ბანკი | 200 000 | |||
მიკროსაფინანსო | 50 000 | |||
საფონდო ბირჟა | 20 000 | |||
სგს | 10 000 | |||
საკრედიტო კავშ. | 10 000 | |||
საგ/პროვაიდერი | 10 000 | |||
VASP | 5 000 | |||
სავალუტო პუნქტ | 3 000 | |||
სადაზღვევო** | 500 | |||
₾ |
**სადაზღვევოს ჯერ სებ-ი არ არეგულირებს.