logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, ეროვნულ ბანკში არასაბანკო სექტორისთვის სამუშაო შეხვედრა შეხვედრა სახელწოდებით - "არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება" გაიმართა

საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, ეროვნულ ბანკში არასაბანკო სექტორისთვის სამუშაო შეხვედრა შეხვედრა სახელწოდებით - "არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება" გაიმართა

1793802399

საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, ეროვნულ ბანკში არასაბანკო სექტორისთვის სამუშაო შეხვედრა შეხვედრა სახელწოდებით - „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ გაიმართა.

 შეხვედრებზე სებ-მა ანგარიშგების მიმართულებით განახლებული მოთხოვნები წარადგინა, რომელიც საოპერაციო საქმიანობის ანგარიშგების სტანდარტების გაუმჯობესებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

 მონაწილეები გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების განახლებულ ინსტრუქციას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს.

 სემინარები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება, ემსჯელათ არასაბანკო სექტორის გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ასევე რეგულარული საგანმანათლებლო შეხვედრების აუცილებლობაზე.

 შეხვედრებს თბილისის 120-ზე მეტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის წარმომადგენელი და სესხის გამცემი სუბიექტი დაესწრო. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის წარმომადგენლები. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 საინფორმაციო შეხვედრების წლევანდელმა სერიამ დედაქალაქსა და რეგიონებში ჯამში 300-ზე მეტი არასაბანკო სექტორის სუბიექტი მოიცვა. აღსანიშნია, რომ მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ბოლო სამი წელია ტარდება და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

გამოგვყევით