logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ანიგოზი" ფართოვდება - ქართული საწარმო თავის პირველ საფირმო მაღაზიას ხსნის

უახლოეს პერიოდში, ქართულ ბაზარზე 100%-ით ნატურალური თხილეულისა და ჩირეულის საფირმო მაღაზიები გამოჩნდება. პროექტზე კაკლის გადამმუშავებელი საწარმო "ანიგოზი“ მუშაობს, რომელიც საკუთარი საქმიანობის არეალს აფართოებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საწარმოს თანადამფუძნებელმა, ანა ქევხიშვილმა განუცხადა, ამჟამად, „ანიგოზი“ B2B მიმართულებით საქმიანობს და ბიზნესებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ტიპის თხილეულს და ჩირეულს აწვდის.

„მათ შორის, ჩვენი პროდუქციით ვამარაგებთ ჰორეკა და რითეილ სექტორებს. მომდევნო თვიდან კი, ჩვენს საქმიანობას B2C ფორმატიც დაემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში, დეკემბრის თვიდან გამოჩნდება ჩვენი პირველი საფირმო მაღაზია. „ანიგოზის“ პირველი სარეალიზაციო ობიექტი ვაკეში განთავსდება, თუმცა უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში, თბილისში კიდევ 2 ფილიალს დავამატებთ“, - განაცხადა ანა ქევხიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, „ანიგოზის“ საფირმო მაღაზიაში ნატურალური და არა დაშაქრული ნუგბარის მრავალფეროვანი ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი.

ცნობისთვის, კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზის“ მშენებლობა 2020 წელს დაიწყო. კომპანიამ პირველი მოსავალი 2021 წელს გადაამუშავა და სწორედ, ამ წლიდან გაიხსნა ოფიციალურად.

დღეისთვის, „ანიგოზი“ კაკლის გადამუშავებისა და რეალიზაციის გარდა, სხვადასხვა ტიპის თხილეულისა და ჩირეულის უმსხვილეს დისტრიბუტორ კომპანიასაც წარმოადგენს.

გამოგვყევით