logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საპენსიო სააგენტოში აკუმულირებული თანხების წმინდა მოგება ₾1 მლრდ-ია

2024 წლის 31 მარტის მონაცემებით, საპენსიო აქტივები 4.8 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ს 5.8%-ს უტოლდება.

როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, სააგენტოში აკუმულირებული თანხიდან ამონაგები, ანუ სააგენტოს მიერ დაგენერირებული წმინდა მოგება 1 მლრდ ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის იანვრიდან საპენსიო სააგენტოს მონაწილეები კონსერვატიულ, დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებში გადანაწილდნენ. ბოლო მონაცემებით, საპენსიო სააგენტოს აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა, 99 პროცენტი კონსერვატიულ  პორტფელშია. მხოლოდ მცირე ნაწილია დინამიკურ და დაბალანსებულ პორტფელებში, თუმცა საპენსიო სააგენტოში მოლოდინია, რომ მოსახლეობის ცნობიერების ზრდასთან ერთად, დინამიკური პორტფელის მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან საპენსიო სააგენტოს შეფასებით, დინამიკურ პორტფელში ინვესტირებული თანხების ამონაგები გაცილებით მაღალია.

გიორგი ჭიჭინაძის ინფორმაციით, ბოლო ტენდენციით,  დინამიკურ პორტფელში გადამსვლელთა რაოდენობა იმატებს.

"2024 წლის იანვრიდან კანონში შესული ცვლილებებით, მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დანაზოგი გადავიდა დაბალრისკიან პორტფელში. მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ტენდენცია ასეთია: დინამიკურ პორტფელში გადადიან მომხმარებლები, წერენ განცხადებას როგორც იუსტიციის სახლში ისე ჩვენთან საპენსიო სააგენტოში. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მივიტანოთ მოსახლეობამდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დინამიკური პორტფელი ეს არის დივესრსიფიცირებული პორტფელი და აქციების მეტი წილია მასში განთავსებული. ამავდროულად, ეს არის დაცული, რა თქმა უნდა. საპენსიო რეფორმა არის გრძელვადიანი და ნებისმიერი პერიოდი რომ ავიღოთ, თუნდაც კრიზისის პერიოდი იყოს მასში შესული, საპენსიო სააგენტოს მიერ ინვესტირებული თანხები გრძელვადიან პერიოდში ყოველთვის დადებით ამონაგებს აჩვენებს და  დადებით შედეგი აქვს მონაწილისათვის."-აღნიშნა გიორგი ჭიჭინაძემ.

გამოგვყევით