logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა

1745828614

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონში მეწარმეობის ხელშეწყობას. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, ზუგდიდში ხორბლის გადამამუშავებელმა საწარმო ცერერამ პურის საცხობი ააშენა. საცხობი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მისი მაქსიმალური წარმადობა დღიურად 10 000 – 12 000 ერთეულია.

პროექტის ჯამური ღირებულება  2 000 000 ლარს შეადგენს, რომელიც სრულად ბანკის ფინანსურ ინვესტიციას წარმოადგენს.

ახალი პროექტის დახმარებით, ზუგდიდში  დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა — საწარმოში  50 ადამიანი დასაქმდა.

ინფორმაციისთვის, ცერერა 2004 წლიდან ხორბლის გადამამუშავებელ საწარმოს ავითარებს და ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სახის ფქვილისა და ქატოს რეალიზაციას ახდენს. ამჟამად იგი ყოველთვიურად 2500-3000 ტონა ხორბალს ამუშავებს. კომპანია 2011 წლიდან საქართველოს ბანკის პარტნიორია.

„საქართველოს ბანკის მხრიდან ყოველთვის გულისხმიერ პარტნიორულ დამოკიდებულებას ვიღებდით და ვიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანია არაპროგნოზირებად ბაზარზე ისეთი სწორი, სანდო პარტნიორის ყოლა, როგორიც საქართველოს ბანკია. მიგვაჩნია, რომ ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა ბიზნესის სექტორისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია“, — აცხადებს ცერერას კომერციული დირექტორი, ირაკლი ხაინდრავა.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ახალი საწარმო — ცერერას საცხობი გაიხსნა. ჩვენ კომპანიასთან მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს. ვაკვირდებით საწარმოს  მუდმივ განვითარებასა და ზრდას და მოხარული ვართ, რომ ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანეთ.  ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია რეგიონებში ახალი პროექტების მხარდაჭერა და მათ შორის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ცერერას საწარმოა. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის ხელშეწყობას“, ­— აცხადებს ზაზა ფიფია, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

გამოგვყევით