logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს

1765541450

საქართველოს კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკური კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის პერიოდულად გამოქვეყნებას იწყებს.

კაპიტალის ბაზრის მიმოხილვა როგორც ერთჯერადი დოკუმენტი პირველად 2024 წლის ბოლოს გამოქვეყნდა. ამიერიდან კი პუბლიკაცია რეგულარულად, წელიწადში ორჯერ გამოქვეყნდება. წარმოდგენილი ანგარიში კი ასახავს საქართველოს კაპიტალის ბაზრის მდგომარეობას 2025 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით.

პუბლიკაციის მიზანია, ბაზრის მონაწილეებს, მკვლევრებსა და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია საქართველოს კაპიტალის ბაზრის ძირითად ტენდენციებზე, სტრუქტურულ თავისებურებებზე, ზრდის პოტენციალსა და არსებულ გამოწვევებზე.

ანგარიში წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ფართო სურათს, თუმცა ფოკუსირდება ადგილობრივ ობლიგაციების ბაზრებზე, განსაკუთრებით სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსა და საჯარო კორპორატიულ ობლიგაციებზე. დოკუმენტი მიმოიხილავს ბაზრის სტრუქტურას, მიმდინარე ტენდენციებს, ინვესტორთა ბაზას, მფლობელობის სტრუქტურასა და მეორადი ბაზრის აქტივობას. აქცენტი ასევე კეთდება იმ გამოწვევებზე, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხოს კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარება. ანგარიში დამატებით განიხილავს ფინანსური ინსტიტუტების ფართო სპექტრის - მათ შორის, კომერციული ბანკების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოს საპენსიო ფონდის როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ბაზრის ლიკვიდურობის გაღრმავებასა და ინვესტორთა ბაზრის გაფართოებაში.

ანგარიშის უახლესი გამოშვება ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

გამოგვყევით