logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, $5.6 მლრდ-ს გადააჭარბა

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, $5.6 მლრდ-ს გადააჭარბა

1762511553

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

მარეგულირებლის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის  წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.

"საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის ორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს  (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს,"-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ნადირობის შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ნადირობის შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილეს

გამოგვყევით