logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ი საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციაზე ინფორმაციას აქვეყნებს

სებ-ი საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციაზე ინფორმაციას აქვეყნებს

1743423635

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -30.0 მლრდ აშშ დოლარი (-84.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წლიური მშპ-ს -89.0 პროცენტია (2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს ოთხი კვარტალის -90.8 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 163.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

მარეგულირებლის ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 17.4 მლრდ აშშ დოლარია (48.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 353.8 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 47.4 მლრდ აშშ დოლარი (133.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 190.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

გამოგვყევით