logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-მა სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა

სებ-მა სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა

1750323412

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სომეხ კოლეგებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, გაეცნენ სომხეთის ცენტრალურ ბანკში არსებულ პრაქტიკას ამ მიმართულებით.

მსგავსი სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის ეფექტური რეზოლუციის ჩარჩოების შექმნისა და განხორციელების თვალსაზრისით. ყოველივე ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ერთობლივ სწავლებასა და რეგიონული კავშირების გაძლიერებას ფინანსური სტაბილურობის სფეროში.

პარალელურად, სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სომეხ კოლეგებთან განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული კორპორაციული მართვის მარეგულირებელი ჩარჩო და შესაბამისი საზედამხედველო პრაქტიკა. აღნიშნული შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) მისიის ფარგლებში შედგა.

აღინიშნა, რომ ეს შეხვედრები ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის პარტნიორობის გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ორივე მხარის მიერ ეფექტიანი საზედამხედველო და სარეზოლუციო მექანიზმების განვითარებას შეუწყობს ხელს.

გამოგვყევით