logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავას - მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას

სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავას - მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას

1739373360

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)  აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს.

როგორც სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის იერონ კლიკისა და ალტერნატიული დირექტორის მარნიქს ვან რეის მილოცვაშია აღნიშნული, მოუთმენლად ელიან საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობის გაგრძელებას.

„გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას და  წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში“, - ნათქვამია სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ნათია თურნავასთვის გამოგზავნილ წერილში.

გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული.

გამოგვყევით