logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"თებერვალში იანვართან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია" - სებ

"თებერვალში იანვართან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია" - სებ

1742210463

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია.  ამის შესახებ  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

მარეგულირებლის ინფორმაციით, ერთი მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%-6%-ის ფარგლებში ფიქრობენ, შემცირდა. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან. ასევე, თებერვალში, წინა თვისგან განსხვავებით, გამოჩნდნენ ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას -2%-0% ინტერვალსა და 2%-ზე მეტად ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, იანვართან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან.

მეორე მხრივ, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 0%-2%-ისა და 4%-6%-ის ფარგლებში, ელოდებიან. გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, თებერვალში იანვართან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში, 2%-4%-ის მიდამოში ვარაუდობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%-
30%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

 გამოკითხულთა აზრით, თებერვალში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) იანვართან შედარებით მცირედით შემცირებულია.

გამოგვყევით