logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

"იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა" - ჯანდაცვის სამინისტრო

"იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა" - ჯანდაცვის სამინისტრო

1767686933

იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე  ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და ეკომიგრანტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

„გამარჯვებული პროექტები კომისიამ  წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ, თავადვე შეარჩიეს.

განსახლების პარალელურად, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენაზე ზრუნვა, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ყოველწლიურად არაერთი მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.

გამოგვყევით