logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ჯანდაცვის სფეროში ყველაზე მეტად ამბულატორიული მომსახურება გაძვირდა

ჯანდაცვის სფეროში ყველაზე მეტად ამბულატორიული მომსახურება გაძვირდა

1725368250

მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ჯანდაცვის სერვისები და პროდუქცია 1,1 %-ით გაძვირდა.ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვნად 3%-ით, ფასებმა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე მოიმატა. 
2,8%-თაა გაძვირებული საავადმყოფოების მომსახურება.უმნიშვნელო, 0,2%-ია ზრდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფში. რაც შეეხება ზრდას წინა თვესთან შედარებით, ის უმნიშვნელოა და 0,4%-ს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.0 პროცენტი შეადგინა.

წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად (-12.7%) კავშირგაბმულობა გაიაფდა, ხოლო გაძვირების „რეკორსდმენი“ სფეროებია ტრანსპორტი და სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, სადაც ზრდა 7,4 და 7,3%-ია.

jandacva.ge 

გამოგვყევით