მედიკამენტების სია, რომლებზეც რეფერენტული ფასები ვრცელდება, გაფართოვდა.
„ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. შედეგად, წამლებზე ფასების ზედა ზღვარი დამატებით ასობით მედიკამენტზე დაწესდა. სექტორის წარმომადგენლები ელოდნენ, რომ რეფერენტული ფასი 4 000-მდე მედიკამენტზე განისაზღვრებოდა, თუმცა როგორც ბრძანებაშია მითითებული, ღირებულების ზედა ჭერი 2 165 წამალზე განისაზღვრა.
ცნობისთვის, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე 11 000-მდე მედიკამენტია რეგისტრირებული.