logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

"სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვიდან არაკეთილსინდისიერი კერძო კლინიკების ჩახსნის საშუალება არ ეძლევა"

"სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვიდან არაკეთილსინდისიერი კერძო კლინიკების ჩახსნის საშუალება არ ეძლევა"

1721394000

ქვეყანაში სახელმწიფო კლინიკები უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ ეკონომისტი პაატა ბაირახტარი საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფო ბალანსზე არსებული კლინიკების საჭიროება განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოიკვეთა.

“ძლიერი სახელმწიფო კლინიკების საჭიროებას დღესაც ვხედავთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, როცა სახელმწიფოს არაკეთილსინდისიერი კერძო კლინიკების ერთიანად ჩახსნის საშუალება იმის გამო არ ეძლევა, რომ საკმარისი რაოდენობის სახელმწიფო კლინიკები არ გააჩნია,“ - აცხადებს ბაირახტარი.

მისი თქმით, ქართული ჯანდაცვის სისტემისადმი ნდობის გაზრდის მთავარი გზა კლინიკებში არსებული სერვისების ხარისხის გაზრდაა. ეს კი, მისი თქმით,  სახელმწიფოს მიერ კლინიკების მიმართ ხარისხის სტანდარტის მკაცრად გაკონტროლებაში უნდა გამოიხატებოდეს.

ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიის თანახმად, კლინიკებში 2030 წლისთვის საწოლფონდის სახელმწიფო წილი, რომელიც ახლა 16 %-ს შეადგენს, 30%-მდე უნდა გაიზარდოს.

არაერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორში არსებული კლინიკები არის მოგებაზე ორიენტირებული შპს-ები, რაც ამერიკისთვის და ევროპის იმ ქვეყნებისთვისაც კი არ არის დამახასიათებელი, სადაც ჯანდაცვაში კერძო სექტორი საკმაოდ მძლავრადაა წარმოდგენილი. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო სექტორის არსებობა. განსაკუთრებით ეს შეიგრძნობა ისეთ კრიტიკულ მომენტებში, როდესაც მაღალი რისკები წარმოიქმნება.

ექსპერტების თქმით, ეს კარგად აჩვენა კოვიდის პერიოდმა, როცა, მთელი პანდემიის განმავლობაში აუცილებელი გახდა გადაუდებელი დახმარების და რეანიმაციული დაწესებულებებისა და საწოლების მობილიზება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოქტომბერში ჯანდაცვის სისტემის ახალი, 4-წლიანი სტრატეგიის პრეზენტაცია დააანონსა.

jandacva.ge

გამოგვყევით