logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ტყიბულში საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ლაბორატორიის ფილიალი გაიხსნება

ტყიბულში საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ლაბორატორიის ფილიალი გაიხსნება

1721054681

საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ მე-14 ფილიალს, 16 ივლისს, ტყიბულში გახსნის.

ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, კომპანია ტყიბულის მოსახლეობას ერთდღიან აქციას სთავაზობს. კერძოდ, 0-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ყველა პირი უფასოდ ჩაიტარებს რკინის, TSH-ისა და სისხლის საერთო ანალიზის კვლევას. სხვა ნებისმიერ ლაბორატორიულ კვლევაზე კი 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება. აქციით სარგებლობისთვის ლაბორატორიაში მისვლისას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონაა საჭირო.

„საქართველოს ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში აქტიური მონაწილეობა, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ მთავარი პრიორიტეტია.

უკვე 7 წელია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სამედიცინო ლაბორატორიული სერვისებით მთელი ქვეყანა დავფაროთ, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს 1000-ზე მეტი დასახელების ლაბორატორიული კვლევა მარტივად, საკუთარი ქალაქიდან გაუსვლელად ჩაიტარონ.

არ ვჩერდებით, გაფართოებას განვაგრძობთ და უახლოეს მომავალში რიგით მე-15 ფილიალს გურჯაანში გავხსნით“, - განაცხადა „მედიქალ ვორლდის ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა ლევან ქობალიამ.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა. კომპანია უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ავტომატიზებული ანალიზატორებითა და რეაგენტებითაა აღჭურვილი. ამასთან, ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც უზრუნველყოფს ანალიზების სიზუსტესა და ხარისხს.

აღსანიშნავია, რომ „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოში ერთ-ერთი დიდი ქსელური ლაბორატორიაა. კომპანიის ფილიალები ქვეყნის 14 ქალაქშია წარმოდგენილი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას 1000-ზე მეტი დასახელების კვლევის ჩატარება შეუძლია. მათ შორის, გენეტიკური და ონკოლოგიური კვლევების, რისთვისაც ნიმუშები თურქეთისა და გერმანიის პარტნიორ ლაბორატორიებში იგზავნება.

შეგახსენებთ, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო, სპა და ველნეს აპარატურის იმპორტს ახორციელებს. ასევე ჰოლდინგის შვილობილია კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპანია „მედ11“.

გამოგვყევით