logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Microsoft-ი გერმანიაში €3.2 მლრდ-ის ინვესტიციას განახორციელებს

აშშ-ის პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი Microsoft მომდევნო ორი წლის განმავლობაში გერმანიაში 3.2 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ფოკუსი ხელოვნურ ინტელექტია. ამის შესახებ Microsoft-ის თავმჯდომარემ ბრედ სმიტმა გერმანიის დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ეს კომპანიის მიერ გერმანიაში ბოლო 40 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რაც, ძირითადად, მონაცემთა ცენტრების შექმნასა და ხელოვნურ ინტელექტში ადამიანების მომზადებაზე დაიხარჯება. საორიენტაციო პერიოდი 2024 და 2025 წლებია.

”ჩვენ ამას ვაკეთებთ გერმანიის მიმართ უზარმაზარი ნდობის გამო”, - განაცხადა ბრედ სმიტმა ღონისძიებაზე.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიესალმა ამ ნაბიჯს და თქვა, რომ ეს ევროპის უდიდეს ეკონომიკის მიმართ, ნამდვილად ნდობის გამოხატულებაა.

გერმანიის Microsoft-ის ოფისში ჯერჯერობით, არ აკნოკრეტებენ, თუ კომკრეტულად, სად განხორციელდება ინვესტიციები, მაგრამ ითქვა, რომ ძირითადად, დასავლეთ რაინლანდის რეგიონს და ფრანკფურტის საბანკო ცენტრს განიხილავენ.

გამოგვყევით