PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის თანახმად, 2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 42 362 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 23.9%-ით ნაკლებია 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
მათივე ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში, პირველად 2 წლის განმავლობაში, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად შემცირდა. გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ით ნაკლებია.
კვლევის თანახმად, 2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში 11 077 ვაკანსია გამოქვეყნდა.
„2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 6 598 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 59.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 11 077 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით ნაკლები, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, 9 949 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, - აღნიშნულია კვლევაში.