logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში 196 ვაკანსია ცხადდება

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში 196 ვაკანსია ცხადდება

1787317860

საქართველოს მასშტაბით, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 196 ვაკანსია ცხადდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, "საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილების შესაბამისად, მოტივირებული ადამიანური რესურსის მოზიდვის მიზნით, უწყების სტრუქტურულ ერთეულებში (საბაჟო დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, დავების დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი), მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 196 ვაკანსია ცხადდება.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებად ვებ-გვერდზე vacancy.hr.gov.ge  წარდგენის ვადად განისაზღვრულია 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. სტაჟირების ხანგრძლივობა  3 თვეს შეადგენს და სწავლება პირველი ოქტომბრიდან დაიწყება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტს, ასევე კურსდამთავრებულს, რომელმაც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა.

შერჩევის აუცილებელ კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.7-4.0 ხოლო ქულათა სისტემის მაჩვენებელი - 71-100 ქულათა). თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი მოსწრების კანდიდატს.

აქვე გაცნობებთ, რომ სტაჟირების კანდიდატს - არ ევალება ცნობის ან ქულათა მაჩვენებლის გამოთხოვა და ატვირთვა, მან უნდა  მიუთითოს მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და მისი GPA ან ქულათა მაჩვენებელი. აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვას განახორციელებს შემოსავლების სამსახური აპლიკანტის მიერ, მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, მოუწევს აპლიკანტს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა. მსურველმა, ასევე უნდა  ატვირთოს პირადობის მოწმობის ასლი და შეავსოს სამოტივაციო წერილი. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის რომ დავებისა და იურიდიულ დეპარტამენტებში განაწილებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა იურიდიული განათლება (სამართალმცოდნეობის მიმართულება), აუდიტის დეპარტამენტში - ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, სოციალური მეცნიერებები (ეკონომიკა), ხოლო ანალიტიკურ დეპარტამენტში მოხვდებიან რაოდენობრივი ანალიზის სპეციალობის მქონე სტუდენტები (ცოდნა -  სტატისტიკისა და მათემატიკის მიმართულებით).

შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება - საბუთების გადარჩევა და საკონკურსო კომისიის წევრებთან გასაუბრება. აღსანიშნავია, რომ სტაჟიორად მიღების შემდეგ, სასწავლო პროცესთან სტაჟირების შეთავსების მიზნით, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სპეციალური დასწრების გრაფიკით ისარგებლოს.

შემოსავლების სამსახური ყველა სტაჟირების მსურველს წარმატებას უსურვებს კარიერულ წინსვლასა და პროფესიული უნარების განვითარებაში.

გამოგვყევით