logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

არალეგალური რძის გადამმუშავებელი საწარმოები კახეთსა და ქვემო ქართლში სეს-მა ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

არალეგალური რძის გადამმუშავებელი საწარმოები კახეთსა და ქვემო ქართლში სეს-მა ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

1771915258

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის და ქვემო ქართლის  დეპარტამენტის ინსპექტორებმა  ნედლი რძის გადამმუშავებელი  არალეგალურ საწარმოებს  მიაკვლიეს. 

ფიზიკური პირი ლ. მ. (მის: ლაგოდეხში სოფელი ქვემო ნაშოვარი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“. 

ინდმეწარმე დ.შ. (მის: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ: დისველი)  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით,  ახდენდა რძის გადამუშავებას  და ეგრეთ წოდებული  „ყველის“ წარმოებას. 

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები  დაჯარიმდნენ  და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. 

გამოგვყევით