logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს

დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს

1759479005

ევროკომისია თანმიმდევრული განვითარების ანგარიშის ფარგლებში დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსს აქვეყნებს. 2023 წლის შეფასებით საქართველომ გაასწრო მსოფლიოს წამყვან რამდენიმე ქვეყანას:  გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, ავსტრალიას და ა.შ.

თანმიმდევრული განვითარების ანგარიშს  აწარმოებს განვითარების კვლევების ქსელი  „საერთო მომავალი“, რომლის სათავო ოფისი ესპანეთში მდებარეობს.

თანმიმდევრულობის ანგარიში აფასებს და ადარებს ქვეყნების ერთგულებას მდგრადი, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ჰუმანური განვითარებისადმი მსოფლიოს 148 ქვეყანაში.

განვითარების კვლევების ქსელმა უახლესი, 2025 წლის კვლევაც გამოაქვეყნა, რომელიც ჯერ ევროკომისიის ვებ გვერდზე ასახული არ არის.  დემოკრატიული გარდაქმნის 2025 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზე გავიდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6,  ევროკავშირის და ნატოს წევრ  12 სახელმწიფოს.  ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი გერმანია, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები,  ესპანეთი, პოლონეთი, საბერძნეთი.  უნგრეთი, თურქეთი.  

დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსი აფასებს, თუ რამდენად არიან ქვეყნები ერთგულნი  ისეთი საჯარო პოლიტიკის მიმართ, რომელიც შექმნილია დემოკრატიული მშვიდობიანი საზოგადოებების ასაშენებლად, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, შეკრების თავისუფლებას და პროტესტის უფლებას.

https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/indico/coherence-index

https://www.indicedecoherencia.org/en/

 

გამოგვყევით