"ენერგო-პრო ჯორჯია" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიზეზით არ მომხდარა
დღეს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ავარიას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა,"- ნათქვამია სს-ების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.