logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

გაზსადენის დაზიანების გამო გაზმომარაგება ავარიულად 12 000 აბონენტს შეუწყდა - "თბილისი ენერჯი"

გაზსადენის დაზიანების გამო გაზმომარაგება ავარიულად 12 000 აბონენტს შეუწყდა - "თბილისი ენერჯი"

1742896022

დღეს, 25 მარტს, 11:00 საათზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გაზსადენის დაზიანების გამო - ისნის, ნავთლუღის, მეტრომშენისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაზის მიწოდება ავარიულად 12 000 აბონენტს შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. 

კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდა როგორც საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლებს, ისე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის:

ქუჩები და უბნები:

დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის (ახლანდელი ლეხ კაჩინსკის), შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, იზაშვილის, ხაჩატურიანის და სხვა მიმდებარე ქუჩები.

მეტრო "ისნის" მიმდებარე ობიექტები:

"სოკარის" გაზგასამართი სადგური, ისნის ბაზრობა.

სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები:
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სამედიცინო დაწესებულებები, კომერციული ობიექტები, რესტორნები და საცხოვრებელი კომპლექსები.

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 14:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე.

"კომპანია "თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. იყავით ყურადღებით,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოგვყევით