logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

II კვარტალში კრიტიკული შეუსაბამობებისთვის 82 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა - სეს

II კვარტალში კრიტიკული შეუსაბამობებისთვის 82 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა - სეს

1721717938

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 2024 წლის II კვარტალში (აპრილი-ივნისი) მთელი საქართველოს მასშტაბით 3103 ინსპექტირება განახორციელეს.

სააგენტოს ცნობით, შემოწმებულია ნახევარფაბრიკატების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზპროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმოები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკები, სურსათის საცალო და საბითუმო სარეალიზაციო, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოები და სხვა პროფილის ობიექტები.

შემოწმების შედეგად, მეორე კვარტალში კრიტიკული შეუსაბამობებისთვის დაჯარიმდა 82 ბიზნესოპერატორი, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები.

გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: ხორცის რეალიზაცია ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმისა და სურსათის შენახვის პირობების დარღვევა, კონდენსატი მაცივრებში.

"კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, სურსათის მომზადების, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებს, ეტიკეტირებას, მიკვლევადობასა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას", - განმარტავენ სეს-ში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეორე კვარტალში გამოვლენილი დარღვევები განხორციელებული ინსპექტირების 2.64%-ს შეადგენს.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის საკურორტო ზონებში. კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება.

ინსპექტირებული ბიზნესოპერატორების შესახებ ინფორმაცია იხილეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე:

გამოგვყევით