logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ხილული გამონაბოლქვისთვის 4099 მძღოლი დაჯარიმდა

ავტომობილების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 6 თვეში 4 099 პირი დაჯარიმდა, აქედან ყველაზე მეტი დარღვევა დედაქალაქში ფიქსირდება. სამართალდამრღვევებიდან 3 528 - ფიზიკური პირია, ხოლო 571 - იურიდიული პირი. აღსანიშნავია, რომ უმეტესად მსუბუქი ავტომობილებისა და მიკროავტობუსების მძღოლები ჯარიმდებიან.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული 6 თვის მონაცემები ასეთია:

სულ - 4 099 ჯარიმა

  • თბილისი - 1 895
  • ქუთაისში - 866
  • ბათუმში - 744
  • რუსთავში -  594
  • 3 528 - ფიზიკური პირი
  • 571 - იურიდიული პირი

 

  • 2 437 - მსუბუქი ავტომობილი
  • 1 449 - მიკროავტობუსი
  • 212 - სატვირთო ავტომობილი
  • 1 - ავტობუსი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებაა, სწორედ ამიტომ 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს.

ცნობისთვის, ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაცაა.

გამოგვყევით