logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა

1787828400

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა და პოლიტიკა დატოვა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებაზე ბოლო კვირების განმავლობაში ფიქრობდა.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა და პოლიტიკაც. ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი - დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო "ქართული ოცნების" თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული. თითოეულ მათგანს, ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზეც ჩვენ დღეს ვართ", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მამუკა მდინარაძე ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2025 წლის 3 სექტემბერს მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დაიკავა. 2026 წლის 21 აპრილს "ქართული ოცნების" ვიცე-პრემიერად და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრად დანიშნეს. 2026 წლის 29 ივლისს კი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.

გამოგვყევით