logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სალმონელა შაურმაში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სალმონელა შაურმაში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა

1750323675

თბილისის  საქალაქო  სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა  განახორციელა  სახელმწიფო კონტროლი საშაურმეში„სთრით ფუდ 125“  (მისამართი;  ქ. თბილისი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907). შემოწმებისას, ინსპექტორებმა, სალმონელაზე კვლევის მიზნით, აიღეს 5 ნიმუში  და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.  ხუთივე  გამოკვლეულ  ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა (SALMONELLA).

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  შედეგად,  საშაურმეში  „სთრით ფუდ 125“  ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა  კრიტიკული შეუსაბამობები.

კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და  საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

ამასთან, მიკვლევადობით  დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125“-ს  ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე  კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები , რომლის შედეგებიც  საზოგადოებას ეცნობება.

გამოგვყევით