მიმდინარე წლის ივლისის თვეში "საქართველოს ფოსტას", სომხეთიდან, ფოსტა HayPost CJSC-ის დელეგაცია ეწვია. "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი სომხეთის ფოსტა HayPost CJSC- ის ხელმძღვანელს შეხვდა. ლევან ჩიკვაიძემ სომხეთის ეროვნულ ოპერატორის ხელმძღვანელთან მიმდინარე საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფოსტასა და სომხეთის ფოსტა HayPost CJSC-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მომსახურების სფეროში ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისი ტექნიკური და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლას. ასევე, საფოსტო ქსელისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით საფოსტო გზავნილების იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობასა და მეზობელ ქვეყნებს შორის სატრანზიტო ტვირთების ცვლის ზრდას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და სომხეთის ფოსტ HayPost CJSC- ის ხელმძღვანელმა შუშან ალექსანიანმა.