logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"სარფსა" და "ბათუმის პორტში" საბრძოლო ვაზნებისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

"სარფსა" და "ბათუმის პორტში" საბრძოლო ვაზნებისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

1777532585

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ბათუმის პორტი“ მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 149 ცალი საბრძოლო ვაზნისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა.

საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული აღნიშნული საქონელი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონისა და სატვირთო ავტომობილის მისაბმელი განყოფილების დეტალური დათვალიერებისას იქნა აღმოჩენილი.

გამოგვყევით