Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, Google-ში ფრაზის 2026 most trendy destination ძიებისას, ყველაზე ტრენდული მიმართულებების ჩამონათვალში თბილისი (საქართველო) ისტორიული მემკვიდრეობით, ცოცხალი ხელოვნებითა და კულინარიული კულტურით გამორჩეულ მიმართულებად დასახელდა.
რაც შეეხება სხვა პოპულარულ მიმართულებებს, Google-ის საძიებო სისტემაში გამოარჩია მადეირა (პორტუგალია), ჩიკაგო (აშშ), ქუინონი (ვიეტნამი) და პუერტო ესკონდიდო (მექსიკა).