logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ყველაფერია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში დასაქმებულებს ადეკვატური ხელფასი გადაუხადონ"

სექტორმა დააყენა საკითხი, რომ პირველადი ტექინსპექტირების საფასური გადაიხედოს, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ტექნისპექტირების ცენტრებში დასაქმებულ პერსაონალს ადეკვატური ხელფასი გადაუხადონ. 

"ძალიან დიდია ტექინსპექტირების ცენტრებში დასაქმებული პერსონალის გადინების მაჩვენებელი. გასულ წელს გადინების მაჩვენებელმა დაახლოებით, 50%-საც კი მიაღწია, რაც ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, ყველაფერია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ადეკვატური ხელფასის გადახდა მოხდეს ტექინსპექტირების ცენტრებში დასაქმებული პერსონალისთვის. ასევე, რა თქმა უნდა, ის ტექნიკური ბაზა, რაც არის ცენტრებში საჭიროებს განახლებას, გადაიარაღებას და ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სექტორმა დააყენა საკითხი, რომ გადაიხედოს პირველადი ტექინსპექტირების საფასური. აქ საუბარია იმ ოდენობით გაზრდაზე, რომ ეს პრობლემები იქნეს გადაწყვეტილი.

იმ გამოწვევების ფონზე, რაც ბოლო პერიოდშია, - კომუნალური გადასახადები გაძვირებულია, ასევე ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტარიფი ფაქტობრივად, გაორმაგებულია, ეს საკითხი დადგა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი გარკვეული კვლევის საფუძველზე გავაკეთოთ, რომ ავტომობილის მფლობელისთვის ტვირთი არ იყოს. მხოლოდ და მხოლოდ იმ ოდენობით იქნეს გაზრდილი ტექინსპექტირების საფასური, რომ ცენტრი გამოწვევებს გაუმკლავდეს", - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

გამოგვყევით