logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიის "გარდაბნის მესაქონლეობა" ფერმა დაათვალიერა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონში კომპანიის "გარდაბნის მესაქონლეობა" ფერმა დაათვალიერა

1764243403

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი მეჯნუნ მამადოვი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში იმყოფებოდნენ, სადაც  სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მესაქონლეობა“ მესაქონლეობის ფერმის საქმიანობას გაეცნენ.

ფერმის მოწყობისა და საქმიანობის განვითარების მიზნით 2024-2025 წლებში კომპანიამ  არაერთხელ ისარგებლა  „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით.  შპს „გარდაბნის მესაქონლეობა“ ფლობს მესაქონლეობის ორ ფერმას, სოფელ სართიჭალაში მოქმედი ფერმა არის მეხორცული, ხოლო სოფელ  ლემშვენიერაში - სანაშენე მიმართულების.

გამოგვყევით