logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ბათუმი თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს წელსაც უმასპინძლებს

ბათუმი თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს, წელს, კიდევ ერთხელ უმასპინძლებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯის" თავმჯდომარემ,სოფო დიასამიძემ   განუცხადა, ღონისძიება 27-28 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობას 30-მდე ფერმერი მიიღებს.

„როგორც წესი, ამ ფესტივალს გაზაფხულზე - ხარების, ან ბზობის დღესასწაულზე ვატარებდით ხოლმე, თუმცა წელს უამინდობის გამო, მოგვიწია ზაფხულში გადმოგვეტანა. კერძოდ, ივნისის ბოლოს. ფესტივალზე ადგილობრივი ვიზიტორების გარდა, ტრადიციულად, წელსაც გვეყოლებიან უცხოელი ვიზიტორები“, - განმარტა სოფო დიასამიძემ.

მისივე თქმით, ყოველწლიური ღონისძიების მიზანი ამ დარგის პოპულარიზაციაა როგორც თევზის მოშენების, ისე გასტრონომიული თვალსაზრისით.

ცნობისთვის, ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2017 წლიდან ტარდება და მისი ორგანიზატორი ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯია“.

გამოგვყევით