logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ბოლო 8 თვის განმავლობაში, საქართველოდან $93.1 მლნ-ის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა"- სამინისტრო

"ბოლო 8 თვის განმავლობაში, საქართველოდან $93.1 მლნ-ის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა"- სამინისტრო

1743237300

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 15.0 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

ექსპორტირებული თხილის ღირებულება 93.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  15%-ით გაიზარდა და 6.23 $/კგ შეადგინა. 

ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე - იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, განხორციელდა. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.6 ათასი ტონით (21%-ით), ხოლო ღირებულება - 25.9 მლნ აშშ დოლარით (39%-ით) გაიზარდა. 

გამოგვყევით