logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა

დავით სონღულაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა

1754045418

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.

დავით სონღულაშვილმა საქართველოს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის  პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობის  შესახებ ისაუბრა  და ყურადღება საამიროებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის პოტენციალზე  გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  სურსათის უსაფრთხოების, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის, კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაცვის და განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების საკითხებს.

აჰმედ ალნუაიმის განცხადებით, ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საინტერესო პროექტების განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გამოგვყევით