logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის Mazzoni-ის მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის Mazzoni-ის მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა

1776338164

Mazzoni უმსხვილესი აგროინდუსტრიული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია ცოცხალი და გაყინული ხილისა და ბოსტნეულის, ასევე, სანერგე მასალის და ახალი ჯიშების  წარმოებასა და გაყიდვებზე.

„ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პროდუქტიულობის ზრდა და სასურსათო უსაფრთხოება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა. წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობა არის კარგი შესაძლებლობა ცოდნასა და ტექნოლოგიებზე წვდომისთვის, რაც, თავისთავად ცხადია, წაადგება ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერებას. მსხვილი და წარმატებული კომპანიების ინტერესს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.  დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობა მოგვცემს შესაძლებლობას, სოფლის მეურნეობა თვისობრივად და ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდეს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

Mazzoni-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია კარგად იცნობს საქართველოს პოტენციალს ხილის, მათ შორის ვაშლის წარმოების კუთხით. საქართველოს გარემო პირობები და წარმოებისათვის ხელსაყრელი ფაქტორები ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო აგროტექნოლოგიების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ინტენსიური ბაღების ეფექტიან მართვას, მოსავლიანობის ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.

„საშუალება მოგვცა სიღრმისეულად გაგვეანალიზებინა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ შესაძლებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ტექნოლოგიურ, სამეცნიერო-კვლევით, სანერგე და სელექციურ საქმიანობებთან, რომელსაც ფართოდ ვიყენებთ იტალიაში, ჩვენ ასევე განვიხილეთ მათი დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში. ვიმედოვნებთ, გამართული შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის საფუძველი გახდება“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლუიჯი მაცონიმ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩი თეოდორიკო ნანი, ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია და სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი იმყოფებოდნენ.

გამოგვყევით