logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს ილჰომ აბდურაჰმონს შეხვდა

დავით სონღულაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს ილჰომ აბდურაჰმონს შეხვდა

1747315969

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით აზერბაიჯანში) ილჰომ აბდურაჰმონს შეხვდა.

დავით სონღულაშვილმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა. საუბარი შეეხო კლიმატის ცვილების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხსაც.

როგორც შეხვედრაზე ილჰომ აბდურაჰმონმა განაცხადა,  ტაჯიკეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. ელჩმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის  გაღრმავების მიზნით, სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის გაფორმების სურვილი გამოთქვა.

ელჩმა მინისტრი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ტაჯიკეთში, ქ. დუშამბეში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე მიიწვია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გამოგვყევით