logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილმა ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

დავით სონღულაშვილმა ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

1786529250

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

სასათბურე მეურნეობა „პლანტველი“ ბიო მარწყვის წარმოებას ახორციელებს. მეურნეობის წარმადობა წელიწადში 70 ტონა მარწყვია. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. საწარმოში 24 ადამიანია დასაქმებული.

„მსოფლიო ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნა ხარისხიან და სერტიფიცირებულ ბიოპროდუქტზე მუდმივად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, ქართული ფერმერული მეურნეობები ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ეფექტიანად მოერგოს და ქართული პროდუქტი უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე. მისასალმებელია, როცა ფერმერი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვაზეა ორიენტირებული და ამცირებს ქიმიურ საშუალებებზე დამოკიდებულებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ბიო მარწყვის მწარმოებელ სასათბურე მეურნეობაში მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გამოგვყევით