logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მოქმედი საკალმახე მეურნეობა დაათვალიერა

დავით სონღულაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მოქმედი საკალმახე მეურნეობა დაათვალიერა

1761649800

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მდებარე საკალმახე მეურნეობაში წარმოების პროცესს გაეცნო და მეთევზეობის დარგში ჩართულ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

შპს „ვაკიჯვრის კალმახი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ არაერთხელ ისარგებლა. კომპანიას, რომლის  წარმადობა წელიწადში დაახლოებით 200 ტონა  კალმახის  წარმოებაა, 40  დასაქმებული ჰყავს. ნედლი თევზის რეალიზაცია ქსელური მაღაზიებისა და სუპერმარკეტების საშუალებით  ხდება. 

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, მეთევზეობის განვითარების მიზნობრიობით  2013 წლიდან გაცემულია 155 მლნ  ლარზე მეტი ღირებულების 1,694 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება  23 მლნ ლარს აღემატება. მათ შორის, გურიის  რეგიონში გაცემულია  20  მლნ  ლარის ღირებულების სესხები, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება დაახლოებით 2 მლნ ლარია.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, სრულად იქნას გამოყენებული ყველა ის პოტენციალი, რაც აგროწარმოების მიმართულებით არსებობს. მიზნობრივი პროგრამების დანიშნულებაც სწორედ იმ ფერმერების და მეწარმეების მხარდაჭერაა, ვინც სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაწყებას ან გაფართოებას გეგმავს.

მინისტრთან ერთად  მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე,  სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, სოფლის განვითარების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გამოგვყევით