logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ცხრა თვის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ცხრა თვის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოავლინეს

1791356700

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 1 იანვრიდან დღემდე, ცხრა თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში სამართალდარღვევის 42 ფაქტია დაფიქსირებული, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის ტრანსპორტირებას უკავშირდება.

მათივე განმარტებით, ასევე იმერეთის რეგიონში გამოვლენილია სახელმწიფო ტყის  თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.

“სექტემბრის თვეში ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 82  კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც შემდგომი განკარგვის მიზნით, სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 1 - სამცხე-ჯავახეთში, 12 - სამეგრელო ზემო სვანეთში, 10 - ქვემო ქართლის რეგიონში,  4 - გურიაში, 4 - კახეთში, ხოლო 1 - შიდა ქართლის რეგიონში”,-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

„მოგეხსენებათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აქტიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ერთერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების შემცირებაა. ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის შემცირებაა, რისთვისაც კონკრეტულ სამცველოებზე  მონიტორინგში დამატებით 401 ტყის მცველია ჩართული.  ყველა ეს ღონისძიება შესაბამის უწყებებთან ერთად, საბოლოო ჯამში კონტროლის ეფექტიანად განხორციელების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

გამოგვყევით