logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ფინანსთა მინისტრი: 2024 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე ₾579 მლნ-ი დაიხარჯება

ფინანსთა მინისტრი: 2024 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე ₾579 მლნ-ი დაიხარჯება

1700055991

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, , 2024 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე დაიხარჯება 579 მლნ ლარი. მათ შორის:

  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართება 200 მლნ ლარი, ტექნიკის თანადაფინანსებისათვის 20 მლნ ლარი, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებისათვის 17 მლნ ლარი;
  • მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამისთვის 54 მლნ ლარი;
  • დანერგე-მომავლის დასაფინანსებლად 26 მლნ ლარი, ხოლო აგროდაზღვევისათვის 12 მლნ ლარი;
  • თხილის წარმოების და მერძევეობის ხელშეწყობისათვის 20-20 მლნ ლარი;
  • სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვისათვის 64 მლნ ლარი;
  • სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის 79 მლნ ლარი.

გამოგვყევით